უუ

მიუწვდომელი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

კვლევა მომზადებულია ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია “ფემინა”-ს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და შვედეთის ს...

Continue reading

არა ნიშნავს არას

ვანშტაინის საქმემ და #MeToo მოძრაობამ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხი წინა პლანზე მთელი სიმწვავით წამ...

Continue reading

ჩვენ შესახებ

ფემინა პლიუსი გახლავთ პლატფორმა, რომელიც ეკუთვნის ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია ფემინას. პლატფორმა აერთიანებს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული აქტუალური პრობლემების ფემინისტურ კრიტიკას, ანალიზს, პერსპექტივას და ხელს უწყობს ქართულ რეალობაში ფემინისტური საკითხების პოპულარიზებას.

პლატფორმის ძირითადი  მიზანია მულტიმედიური კონტენტის მეშვეობით,

ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების და აქტუალური საკითხების შესახებ, რასაც ქალები

ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან: უფლებები და თავისუფლებები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა და მისი ღია და დაფარული ფორმები, გენდერული სტერეოტიპები, შუშის ჭერი, სახელფასო სხვაობა (Pay Gap), რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობა და უფლებები, ეკოფემინიზმი, გენდერი, ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება და სხვა.

აღნიშნული საკითხების კვლევით დაინტერესებულ მკვლევრებსა და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები განათავსონ პლატფორმაზე.

მისია

ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების და აქტუალური საკითხების შესახებ, რასაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან: უფლებები და თავისუფლებები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის სხვადასხვა ფორმები, გენდერული სტერეოტიპები, შუშის ჭერი, სახელფასო სხვაობა ეგრეთ წოდებული Pay Gap, რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობა, ეკოფემინიზმი, გენდერი, მშვიდობა და უსაფრთხოება და სხვა.

მიზანი

გენდერმგრძნიბიარე მედიის განვითარების ხელშეწყობა.

 

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რვა მარტია, რომელსაც  მოვსწრებივართ. რუსეთის მიერ  უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებელი სამხედრო აგრესიის  ფონზე, ეს დღე  განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს.   ზოგადად,   ომში ყველაზე უფრო უხილავი და ყურადღებას მოკლებული სწორედ გენდერული ძალადობაა. ზოგადად, გაუპატიურება ომის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულია და არც იმაზე შეხვდებით ომის განსჯისას   ბევრ კრიტიკას, რომ მას გაუპატიურების კულტურა კვებავს და მასზე დგას. ომში ქალების და გოგონების გაუპატიურება მტრის კაცებზე მასობრივი შურისძიების იარაღია, მაგრამ ამაზე საუბარს ძალიან ვუფრთხით. გენდერული და სექსუალური ძალადობა ომის აბსოლუტურად უხილავი მხარეა და მეტიც, გენდერის, როგორც ფენომენის და პრობლემის დღის წესრიგიდან მოხსნის გამუდმებულ მცდელობებში გვიწევს  ქალთა უფლებების დაცვა.

ამ დღის ისტორია იმდენად მძიმეა,თავისთავად აღარ რჩება ადგილი ყვავილებისა და ბრჭყვიალა საჩუქრებისთვის, ზეიმებისა და შუშხუნებისთვის.

1911 წელს ნიუ იორკის საფეიქრო ქარხანაში მომხდარმა ხანძარმა 150 მდე ქალის სიცოცხლე შეიწირა.   მოძრაობა მშრომელთა უფლებებისთვის ამ შემაძრწუნებელი ფაქტის შემდეგ გასაკუთრებით აქტუალური და ცნობილი გახდა,  თუმცა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე 1910 წელს სოციალისტი  უფლებადამცველის კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა.

ასეთია  8 მარტის მოკლე ისტორია.

როცა ფემინისტები 8 მარტს ახალ მოთხოვნებს ვაყენებთ, მავანნი ხშირად ირონიზირებენ და ცდილობენ ჩვენი პროტესტის და ბრაზის დემონიზებას, მის გამოცხადებას არასერიოზულად და არარელევანტურად, ქალების დარწმუნებას იმაში, რომ უფლებები უკვე გვებოძა, მოსათხოვი აღარაფერია და ჩვენი მხრიდან ეს პროტესტების დაუსრულებელი ციკლი მხოლოდ ჭირვეულობაა. მოცემულობა კი ისაა, რომ   ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ფართოდ შეწყნარებული და ნორმალიზებულია სოციუმში.  გვაქვს ფემიციდის, იმავე ქალთა მკვლელობათა სავალალო სტატისტიკა,  გაუპატიურების კულტურა, რომელიც  ასევე აუღიარებელი და უჩინარი გამოხატულებაა გენდერული ძალადობისა. ხშირად ცდილობენ ხოლმე მის  გამოცხადებას არა მასობრივ, კულტურულ და გენდერულ,  არამედ ერთეულთა პრობლემად და დანაშაულად. საზოგადოებაში  არსებული შეხედულებათა  სტერეოტიპიზებული  სისტემა  თავის მხრივ დაატებითი უხილავი ბარიერია მსხვერპლისთვის მიმართოს მართლმსაჯულებას, სადაც არანაკლებ ხშირადაა ჩასაფრებული მისი ხელახალი ტრამვირების რისკი, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მხრივ მოუწესრიგებელ კანონმდებლობაზე, რომელიც სრულიად შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარებსა და ნორმებთან.

გამუდმებული მცდელობა  ქალთა ჩაგვრის   ინდივიდუალურ ძალადობად წარმოჩენისა მიმართულია იმისკენ, რომ წაშალოს და დღის წესრიგიდან სრულად  გამოაძევოს მისი რეალური ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული თუ ეკონომიკური მიზეზები.

 პატრიარქალურ კულტურაში, სადაც სისტემა  არამგრძნობიარეა ქალთა პრობლემების მიმართ, ჩვენს რეალობაში მთლიანად რიყავს სოციალურად დაუცველ  ქალებს, რომელთა დიდ ნაწილსაც მარტოხელა დედები შეადგენენ, ჯანდაცვის სისტემიდან. ის არ აძლევს მათ წვდომას სექსუალური  და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  მთელ რიგ სერვისებზე, განათლებასა და დასაქმებაზე, რაც განპირობებულია ასეთივე მოუქნელი და მოუხელთებლი, არაადეკვატური სოციალური, შრომის და ჯანდაცვის სიტემით,  არის უმთავრესი  მიზეზი, რაც  აიძულებს მათ  გამუდმებით ეჭიროთ თვალი ემიგრაციისკენ, როგორც მარადიული ეკონომიკური სიდუხჭირის, უიმედობის და უპერსპექტივობის დაძლევის  ლამის უალტერნატივო შესაძლებლობაზე .

ემიგრაცია  ხშირად არამხოლოდ ეკონომიკური,არამედ  სოციალური და კულტურული გამოსავალიცაა.  ქვიარ ქალების დიდი ნაწილი ასევე ცდილობს თავს გაქცევით უშველოს,რათა ერთი მხრივ გათავისუფლდეს ოჯახისა და სოციუმის წნეხისგან და მეორე მხრივ, შეძლონ თავისუფლად სუნთქვა, სადაც გენდერული იდენტობის გამო გამუდმებით არ იქნებიან დევნის, შევიწროების და კრიტიკის ობიექტი. ამას გარდა, ისინიც, როგორც სხვა არადომიანტური ჯგუფები, მოკლებული არიან ღირსეული შრომის, არადისკრიმინაციული და სამართლიანი სამუშაო გარემოს და დასაქმების შესაძლებლობებს შრომით  ბაზარზე, სადაც სხარბიელო მდგომარეობა  ისედაც არ არის.

სოფლად მცხოვრები ქალებიც, ასევე მუდმივად მოკლებული ყველა ზემოჩამოთვლილ სიკეთეებს,   ემიგრაციაში ეძებენ გამოსავალს, თუმცა ბევრი მათგანი მანამდე ცდილობს დიდ ქალაქებში იპოვოს ეკონომიკური  გადარჩენის შესაძლებლობა. აბსოლუტურად არატოლერანტული, უგრძნობი სისტემა მათ მალევე უცრუებს იმედებს, მაგალითისთვის ცალსახად ფემინიზებული გარევაჭრობის სექტორზე ნადირობაც იკმარებს სახელმწიფოს მხრიდან.

მთელ ამ პრობლემათა და გამოწვევათა ჯაჭვს ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები ეჯახებიან, რაც ასევე აუცილებლად უნდა ცალკე ითქვას და აღენიშნოს.

ყველაფერს კოქტეილად კოვიდ-19 ის პანდემია დაერთო, რომელმაც  კიდევ უფრო მძიმედ გადაიარა ქალებზე.   მათმა დიდმა ნაწილმაც სამსახური დაკარგა, შინ შრომამ იმატა, ოჯახში ძალადობამაც ან უკეთეს შემთხვევაში ერთდროულად უწევდათ როგორ დისტანციური  განათლებისა და მუშაობის მოდელზე გადასვლა, ისე აბსოლუტურად გაუნაწილებელ შინშრომასთან გამკლავება, რაც ასევე შეუმჩნეველი, აუნაზღაურებადი  და აუღიარებელი ფორმაა  ქალთა ჩაგვრისა.   სახელმწიფომ ალბათ გავხსოვს რამდენად სუსტი და არაეფექტური პასუხიც გასცა მთელ ამ გამოწვევებს.

აუცილებლად მინდა შევახსენო მკითხველს  საპარლამენტო  კვოტირების  შესახებ  დისკუსიის განახლება  და მასთან დაკავშირებული საყოველთაო მღელვარება.  მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი ყველაზე ყბადაღებული არგუმენტი იყო, რომ კვოტა ქალებს შეურაცხჰყოფდა, თუმცა შეურაცხყოფის ფორმად არავის უხსენებია 36 პროცენტიანი სახელფასო სხვაობა და ან ჩაგვრისა და დისკრიმინაციის  თხემით ტერფამდე გამჯდარი  სხვა პრაქტიკები.

თანასწორობის, სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კეთილდღეობისკენ  სწრაფი  სვლა შეუძლებელია იქამადე, ვიდრე  ქალებს და ქალთა პრობლემებს მუდმივად ვრიყავთ   პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან, რადგან ეს კოლექტიური იდეაა და შეუძლებელია მისი  ფრაგმენტულად მიღწევა.

და ბოლოს, როგორც ფემინისტური ბიბლიის ავტორი, (მეორე სქესი) სიმონ დე ბოვუარი  იტყოდა,   მიღწეული უფლებები საბოლოო და გარანტირებული არ არის და საჭიროა მუდმივი ბრძოლა როგორც მათი შენარჩუნების, ისე სრულყოფისთვის.

ქალებო, წინ და წინ  მტკიცე ნაბიჯებით თანასწორობისკენ!

ნინო ბაისონაშვილი

ფემინისტი-აქტივისტი