სტატიის ავტორი: ნინო მოდებაძე

Geo/Az

აზერბაიჯანულად თარგმნა: ფარი ისმაილოვამ

ფოტოს ავტორი: ზურა ცერცვაძე

ქალთა ორგანიზაცია „ფემინამ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კაბალის თემში მცხოვრები ქალების საჭიროებების გამოსავლენად 2022 წელს ჩაატარა თვისებრივი კვლევა სახელწოდებით: „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  სოფლად მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების საჭიროებათა კვლევა“ .

აღნიშნული კვლევა შესრულდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, კახეთის რეგიონში. კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შეფასების მიზნით.

კვლევის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, განისაზღვრა ოთხი ძირითადი საკვლევი მიმართულება, ესენია:

  1. ხელმისაწვდომობა ქართული   ენის შესწავლაზე;
  2. მიწათმოქმდებას, აგროკულტურასა და ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა;
  3. ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, მათ შორის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე;
  4. ფიზიკურ გადაადგილებასა  და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

ადრეული ქორწინება

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნაადრევი ქორწინება კაბალის თემში კვლავაც აქტუალურია. გამოკითხულ ქალთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოკითხვისას მიუთითა, რომ თავად დაოჯახდა ნაადრევად, ან სმენია ადრეული ქორწინების ფაქტების შესახებ თავის გარშემო.

კვლევის მონაწილეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ თემში ქალების დაოჯახების გადაწყვეტილებას ოჯახის უფროსი წევრები იღებენ, რადგან გოგონათათვის განათლების მიღება პრიორიტეტული საკითხი არ არის.  მიიჩნევა, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენაა.

აშკარაა, რომ კაბალის თემში განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემად რჩება ქალის სოციალური როლის შესახებ არსებული რწმენა-წარმოდგენები. მათთვის, ქალს უპირველესად აქვს  ცოლის, დედისა და დიასახლისის ფუნქცია.

ჩემი აზრით, თავდაპირველად უნდა გამოსწორდეს ქალებისა და გოგოების მიმართ დამოკიდებულება, დედების, მამების, ბებიების მხრიდან. არ უნდა შეხედონ ქალს, როგორც ნივთს, რომელიც უნდა მოამზადო გასათხოვრად. ჩვენს სოფელში ძალიან ხშირადაა ასეთი შემთხვევები. ჩვენს სოფელში გოგოს განათლებას არ აძლევენ. ,,რაში სჭირდება, გათხოვდება, გახდება დედა, ამით მორჩა“ – ამით შემოიფარგლება…ასე ამბობენ”- ამბობს 24 წლის რესპონდენტი

კაბალის თემში ქორწინების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია სკოლის მოსწავლე გოგოებში. თემში ადგილი აქვს ქალთა ობიექტივიზაციას, რაც გამოხატულია გოგონათა და ქალთა დეჰუმანიზაციით, კერძოდ, მათი ნივთად, პასიურ ობიექტად წარმოჩენით.

ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ შემეცნებითი ხასიათის კამპანიებისა და ტრენინგების სიმწირიდან გამომდინარე, სოფლებში (კაბალი, განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა) გოგონათა ადრეული ქორწინების მიმართ შეხედულებები მკვეთრად არ უმჯობესდება. გამოკითხული ქალები და გოგოები მსგავსი სახის შემეცნებითი ღონისძიებების საჭიროებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ.

“მე როცა სკოლაში ვსწავლობდი, პროექტი გვქონდა, ,,მე ვარ მალალა“. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. იმ პერიოდში, როდესაც დავიწყეთ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვყავდა, მათ შორის სოფელშიც და ბევრი გოგო ჩაერთო ამ პროექტში. ისინი განათლებისკენ მიდიოდნენ… ეს პროექტი რომ დასრულდა, ჩაიშალა ყველაფერი, დამთავრდა. ინტენსიური უნდა იყოს ასეთი პროექტები.” – 24 წლის რესპონდენტი

ფოტოს ავტორი: ზურა ცერცვაძე

“არა ძალადობას”, “არა ადრეულ ქორწინებას” და ა.შ. როცა ვისმენთ, ამ ყველაფერს აქვს შედეგი!.” – 31 წლის რესპონდენტი

რესპონდენტთა მონათხრობზე დაყრდნობით დგინდება, რომ ნაადრევი ქორწინება აფერხებს ქალების განვითარებას, ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგოები რჩებიან განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე.

ბოლო ათი წლის მანძილზე განათლების მიღება კაბალის თემში მაცხოვრებელი უფრო მეტი გოგოსთვისაა შესაძლებელი, თუმცა კვლავ მრავალია ისეთი ოჯახი, რომელიც გოგოებისთვის განათლების მიღებას მხარს არ უჭერს. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, აღნიშნულ განწყობებს აძლიერებს სოციალური განწყობები და საზოგადოებრივი აზრი ქალის სოციალურ როლთან მიმართებით.

ოჯახებში მიიჩნევა, რომ ქალის ძირითადი როლი დედობრივი საქმიანობითა და ცოლის სოციალური როლითაა განპირობებული, შესაბამისად, განათლებით გოგონების უზრუნველყოფა ოჯახებში პრიორიტეტულ საკითხად კვლავ არ განიხილება.

გამოკითხული ქალები განსაკუთრებით მხარს უჭერენ შვილი გოგონებისთვის განათლების მიღებას და ისურვებენ საზოგადოებრივი აზრის შეცვლას, რათა სრულად მხარდაჭერილი იყოს აზერბაიჯანულ თემში გოგოებისთვის განათლების ხელშეწყობა.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე, იკვეთება ორი ძირითადი ფაქტორი, რაც ქალთა მხრიდან განათლების მიღებასთან მიმართებით დაინტერესებას განსაკუთრებით აძლიერებს.

პირველ რიგში, დედებს არ სურთ საკუთარი ქალიშვილებისთვის ის სამომავლო ცხოვრება, რაც მათ ჰქონდათ, გამოხატული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში სრული დატვირთვით და მძიმე სამუშაოთი. დამატებით, მიიჩნევენ, რომ განათლების მიღება ხელს შეუწყობს გოგონებისთვის ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლას, შემდეგ დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას.

კანონმდებლობა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლის თანახმად, სქესობრივი კავშირი კანონით დაშვებულ ასაკს მიუღწეველ, ანუ თექვსმეტ წლამდე ბავშვთან, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე

დაურეგისტრირებელი ოჯახური კავშირის შემთხვევაში, როდესაც სრულწლოვანთან თანაცხოვრებაში მყოფი გოგონა თექვსმეტ წელს მიუღწეველია, სამართალდამცავები ვალდებული არიან, მიიღონ შესაბამისი ზომები. საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინების მინიმალური ასაკი 18წელია.

tərcüməçi: Pari Ismailova 

Qadın hüquqlarını müdafiə edən “Femina” təşkilatı 2022-ci ildə Laqodexi bələdiyyəsinin Qabal icmasında yaşayan qadınların ehtiyaclarını müəyyən etmək üçün araşdırma aparıb: “Laqodexi Bələdiyyəsində kənd yerlərində yaşayan etnik azərbaycanlı qadınların ehtiyaclarının araşdırılması”

Sözügedən tədqiqat BMT-nin İnkişaf Proqramı (BMTİP) və İsveç hökumətinin maliyyə yardımı ilə Kaxeti bölgəsində, xüsusən də əyalət bələdiyyəsində etnik azlıqları təmsil edən qadın və qızların vəziyyətini və ehtiyaclarını qiymətləndirmək məqsədilə həyata keçirilib. Laqodekhi.

Tədqiqatın əsas məqsədlərinə əsasən dörd əsas tədqiqat istiqaməti müəyyən edilmişdir, yəni:

Gürcü dilini öyrənmək imkanı;

Kənd təsərrüfatı, kənd təsərrüfatı və təbii ehtiyatlara çıxış imkanı;

Cinsi və reproduktiv sağlamlıq və hüquqlar da daxil olmaqla sağlamlıq xidmətlərinə çıxış;

Fiziki hərəkətə və nəqliyyata çıxış.

Erkən evlilik

Araşdırmanın nəticələri göstərdi ki, erkən nikah hələ də Kabal icmasında aktualdır. Sorğu zamanı sorğuda iştirak edən qadınların böyük əksəriyyəti özləri erkən nikaha girdiklərini və ya ətraflarında erkən nikah faktları barədə eşitdiklərini bildiriblər.

Tədqiqat iştirakçılarının sorğusuna əsasən müəyyən edilib ki, qızların təhsil alması prioritet məsələ olmadığı üçün cəmiyyətdə qadınla ailə qurmaq qərarı ailənin yaşlı üzvləri tərəfindən verilir. Belə hesab edilir ki, qadının əsas vəzifəsi ailə qurmaq və uşaq dünyaya gətirməkdir.

Aydındır ki, qadınların sosial rolu ilə bağlı mövcud inanclar Kabbal icmasında xüsusilə aktual problem olaraq qalır. Onlar üçün qadın ilk növbədə həyat yoldaşı, ana və evdar qadın funksiyasını daşıyır.

“Məncə, ilk növbədə anaların, ataların, nənələrin qadınlara, qızlara münasibəti düzəlməlidir. Qadına evlilik üçün hazırlanacaq bir obyekt kimi baxmaq olmaz. Bizim kənddə belə hallara çox rast gəlinir. Bizim kənddə qızlara təhsil verilmir. “Ona nə lazımdır, evlənəcək, ana olacaq, bəsdir” – bununla məhdudlaşacaq… belə deyirlər” – 24 yaşlı respondent deyir.

Qabal icmasında nikahlar xüsusilə məktəbli qızlar arasında olur. Cəmiyyətdə qadınların obyektivləşdirilməsi mövcuddur ki, bu da qızların və qadınların insanlıqdan kənarlaşdırılması, daha doğrusu, onları əşya, passiv obyekt kimi təqdim etməklə ifadə olunur.

Kəndlərdə (Qabal, Gəncə, Uzuntala, Qaracala) erkən nikahlara qarşı maarifləndirici kampaniya və təlimlər aparılmadığından qızların erkən nikahına münasibət kəskin şəkildə yaxşılaşmır. Müsahibə aparılmış qadın və qızlar bu cür idrak tədbirlərinin zəruriliyinə xüsusi diqqət yetirirlər.

“Məktəbdə oxuyanda “Mən Malalayam” layihəmiz var idi. Bu dövrü çox yaxşı xatırlayıram. Erkən nikahlara qarşı mübarizəyə başladığımız dövrdə kənddə də daxil olmaqla çoxlu tərəfdarlarımız oldu və bir çox qızlar bu layihəyə cəlb olundu. Təhsilə gedirdilər… Bu layihə bitəndə hər şey uğursuz oldu, bitdi. Belə layihələr intensiv olmalıdır”. – 24 yaşlı respondent

“Zorakılığa yox”, “Erkən nikahlara yox” və s. Dinlədiyimiz zaman bütün bunların nəticəsi var!.” – 31 yaşlı respondent

Respondentlərin rəvayətinə əsasən müəyyən edilmişdir ki, erkən nikah qadınların inkişafına mane olur, erkən yaşda ərə gedən qızlar təhsilsiz, məşğulluq perspektivləri və sosial əlaqələrdən məhrum qalırlar.

Son on ildə təhsil Qabal icmasında yaşayan daha çox qız üçün əlçatan olub, lakin hələ də qızların təhsilini dəstəkləməyən çoxlu ailələr var. Artıq bir neçə dəfə qeyd edildiyi kimi, bu münasibətlər qadınların sosial rolu ilə bağlı ictimai münasibət və ictimai rəylə gücləndirilir.

Ailələrdə qadının əsas rolunun ana əməyi və həyat yoldaşının sosial rolu ilə müəyyən edildiyi hesab edilir, ona görə də qızların təhsil alması hələ də ailələrdə prioritet məsələ hesab edilmir.

Müsahibə edilən qadınlar qızların təhsilini xüsusilə dəstəkləyir və Azərbaycan icmasında qızların təhsilinin təşviqinə tam dəstək vermək üçün ictimai rəyi dəyişmək istəyirlər.

Tədqiqat çərçivəsində aparılan müsahibələrə əsasən qadınların təhsil almağa marağını xüsusilə artıran iki əsas amili müəyyən etmək olar.

Birincisi, anaların qızları üçün yaşadıqları gələcək həyatı istəmədiklərini, kənd təsərrüfatı işlərində tam zamanlı ağır işlərlə ifadə etdilər. Bundan əlavə, onlar hesab edirlər ki, təhsil almaq qızların gürcü dilini hərtərəfli öyrənməsinə, sonra iş tapmasına və ixtisasının artırılmasına kömək edəcək.

Qanunvericilik:

Gürcüstan Cinayət Məcəlləsinin 140-cı maddəsinə əsasən, qanunla icazə verilən yaşa çatmamış, yəni on altı yaşına çatmamış uşaqla cinsi əlaqədə olma “üç ilədək müddətə azadlığın məhdudlaşdırılması və ya azadlıqdan məhrum etmə ilə cəzalandırılır. bir ildən üç ilədək müddətə”.

Qeydiyyata alınmamış ailə birliyi olduqda, yetkinlik yaşına çatmış şəxslə birgə yaşayan qız on altı yaşına çatmadıqda, hüquq mühafizə orqanlarının əməkdaşları cinayət törədən şəxs barəsində müvafiq tədbirlər görməyə borcludurlar.

Mülki Məcəlləyə görə, nikah üçün minimum yaş həddi 18 yaşdır.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *