NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ბოლო წლების სწრაფად მზარდი სტატისტიკაა. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში გააკეთა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, რის გამოც ის ითვლებოდა ეგრეთ წოდებული სამეულის ნაწილად, თუმცა 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკომისიამ საქართველო არ მოიაზრა მზად, მიეღო კანდიდატი წევრის სტატუსი და მას ე.წ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. ეს ცხადად მეტყველებს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაზე, რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებს: განუხორციელებელი სასამართლო რეფორმა, მკვეთრად გამოხატული გენდერული უთანასწორობა, ფემიციდის მზარდი, საგანგაშოდ მაღალი სტატისტიკა, რასაც, ევროკავშირის მოსაზრებით, ქართული სახელმწიფო ვერ უპირისპირებს ეფექტურ მექანიზმებს, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის პრეცენდენტები, ჟურნალისტთა და უმცირესობების ღია და აშკარა დევნა ულტრანაციონალისტური და ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ, რაზეც სახელმწიფოს მუდამ ინერტული, ინდიფერენტული პოზიცია და სუსტი რეაგირება აქვს და სხვა.  

პროექტი “ევროკომისიის მეცხრე რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება” ააიპ საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა და ააიპ ფემინას მიერ ხორციელდება. მისი ინტერესის საგანი ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შეფასებაა. ორგანიზაციების ამოცანაა, თავიანთი შესაძლებლობების, მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში, ადვოკატირება და მონიტორინგი გაუწიონ გენდერული თანასწოროსბის თაობაზე გამოცემულ მე-9 რეკომენდაციას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მიმდინარე პროცესებზე საზოგადოების ობიექტური ინფორმირებულობა მოახდინოს და შეასუსტოს დეზინფორმაციის გავლენა ევროინტეგრაციის პროცესზე, რაც ხშირად ხდება მანუპულაციური, ღიად ანტიდასავლურად განწყობილი საინფორმაციო წყაროების სამიზნე საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაღრმავებლად, დასავლეთის შესახებ არსებული ნეგატიური მითების და ცრუ წარმოდგენების გასაძლიერებლად. აქედან გამომდინარე,  მისი ძირითათი ამოცანებია:

  • სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების მეცხრე პუნქტის შესასრულებლად შემუშავებული საქმიანობის, ასევე იმ საკონონმდებლო აქტებისა და დოკუმენტების ევროსაბჭოსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდართებთან შესაბამისობის დადგენა, რომლებიც ამ პროცესის განმავლობაში შემუშავდა;
  • მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესის და შედეგების დოკუმენტირება, დამუშავება და დეტალური ანგარიშის მომზადება;
  • მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესში გამოვლენილი ფაქტების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება.

საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და პროცესში ჩართული ორგანიზაციები ის ძირითადი აქტორებია, რომლებიც მეცხრე რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობენ. ჩვენ ჩავატარეთ ინტევიუები, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, შევაგროვეთ ოფიციალურ საიტებზე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, მოვახდინეთ მე-9 რეკომენდაციის კანონპროექტების ანალიზი, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მონიტორინგის პროცესის და შედეგების დოკუმენტირების მიზნით. 

კომუნიკაცია ონლაინ ფორმატში დაიგეგმა და წარიმართა სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ორგანიზაციებთან. ფოკუს-ჯგუფებში არასამთავრობო სექტორიდან მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანზაციები: 

  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ორგანიზაცია (WISG);
  • ფონდი “სოხუმი”;
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  • ქალთა ასოციაცია “თანხმობა”;
  • გენდერული თანასწორობის ქსელი და 
  • СOS;

ინტერვიუ შედგა ასევე საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელ ნინო წილოსანთან, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა: „გამომდინარე იქედან, რომ რეკომენდაციაში დაკონკრეტებული არ არის, ჩვენ თვითონ განვსაზღვრეთ, რაზე უნდა გვემუშავა….აპრიორი თუ გაუპატიურების მუხლი არ შეიცვალა, ვერ ვიტყვი, რომ რეკომენდაცია არ შესრულებულა…ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა ამ რეკომენდაციის ფარგლებში. შესრულების ხარისხი სრულად შეესაბამება შემდეგ ეტაპზე ქვეყნის გადაყვანის წინაპირობას, ვგულისხმობ კანდიდატის სტატუსის მიღებას“

2023 წლის დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მხრივ არსებული მდგომარეობა აღწერილია პროექტის ფარგლებში მომზადებულ საბოლოო ანგარიშში, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:{ https://bit.ly/404VdzT }

პროექტის განმახორციელებელლი გუნდის წევრები და მის შედეგებზე პასუხისმგებელი არიან: რუსუდანი სახეჩიძე, ნინო ბაისონაშვილი, ანჯელა ბოლოგან, მოწვეული ექსპერტი – გოგა ხატიაშვილი, გენდერის მკვლევარი – მაგდა საგინაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – ანა კალანდია.  

ინიციატივა ხორციელდება “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’ (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. 

ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ხორციელდება კონსორციუმის კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP) მიერ. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *