გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო

საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

მკვლევარის შეფასება: 

ჯამში პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა 11 რელიზი (3 თებერვლის მდგომარეობთ) მე-9 რეკომენდაციის საქმიანობასთან მიმართებით პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ძირითადად აერთიანებს:

  • ფაქტებს, სამუშაო შეხვედრების შესახებ;
  • ზოგად სამომავლო გეგმებს;
  • ინფორმაციას განხორციელებული აქტივობების შესახებ;

პარლამენტის ვებგვერდზე, რომელიც მოქალაქისთვის ინფორმაციის მიღების პირველწყაროს უნდა წარმოადგენდეს, პარლამენტის მიერ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და აადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია ფრანგმენტულად ქვეყნდება. 

ინფორმაცია, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ქვეყნდება, ლაკონური შინაარსისაა და არ შეიცავს დეტალებს საქმიანობის შესახებ. ინფორმაციის სიმწირე პარლამენტის კომიტეტისა და საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სრულ სურათს ვერ იძლევა. დაინტერესებული პირისთვის ბუნდოვანია რა ნაბიჯებს დგამენ ისინი მე-9 რეკომენდაციის შესრულებასთან მიმართებით.

უმეტეს შემთხვევაში, პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული რელიზები მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს, ან შეიცავს ლიმიტირებულ ინფორმაციას შეხვედრის/დაგეგმილი აქტივობის, საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. 

ძირითად შემთხვევაში, პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის სექციაშია თავმოყრილი, ინტეგრირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აქტივობებიც, ვინაიდან ისინი ერთობლივად მუშაობენ მე-9 რეკომენდაციის შესრულებაზე.

აღნიშნული ინფორმაცია თითქმის არ გაზიარებულა პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ არხზე. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია შერჩევითობის პრინციპით ზიარდება სოციალურ მედიაში. Პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ ფეიჯზე ძირითადად გაზიარდა პოსტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობის მიმართ და სათანადოდ არ გაშუქებულა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა/და ამ საქმიანობის დეტალები, რომლებიც მე-9 რეკომენდაციასთანაა დაკავშირებული.

თავის მხრივ, ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობების შესახებ სისტემატურად, თუმცა მაინც ფრაგმენტულად აქვეყნებდა გენდერული თანასწორობის საბჭო. ინფორმაცია, რომელსაც საბჭო მოქალაქეებისთვის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით აქვეყნებდა, შეიცავდა ზოგად ფაქტებს და ფაქტობრივ ინფორმაციას შეხვედრების თაობაზე, თუმცა ის არ მოიცავდა დეტალურ შეფასებას განხორციელებული აქტივობის მიმართ.

სექცია 1: პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია:

  1. 13 ივლისი, 2022 → ინფორმაცია პარლამენტის მხრიდან ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწორორბის საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაწყების შესახებ

აღწერა: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირველ შეხვედრაზე განისაზღვრა პროცესის სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის ძირითადი საკითხები იყო:

  • გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება;
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება;
  • საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება სტამბოლის კონვენციასთან. 
  1. 27 ივლისი, 2022 → მსჯელობა პარლამენტის მხრიდან ევროკავშირის მიერ გენდერული თანასწოორბის საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ

აღწერა: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის შესრულების გეგმებზე იმსჯელა.

სხდომის ძირითადი თემა იყო ქართული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი.

შეხვედრაზე განიხილეს >> 

  • საკანონმდებლო ინიციატივების შესაძლებლობები, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით, რომლების დაინიცირება განისაზღვრა ოქტომბრისთვის.
  • სავარაუდო შედეგები და აქტივობების კალენდარი
  • სამომავლო გეგმები შემდგომი შეხვედრებისთვის:
  • ქალების ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების საკითხები;
  • პარლამენტის, საბჭოსა და კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციები.
  1. 5 აგვისტო, 2022 → 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივ შეხვედრაზე „სტამბოლის კონვენციის“ ნორმებთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებაზე იმსჯელეს

აღწერა: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან („სტამბოლის კონვენცია“) გამომდინარეობს და ეროვნული კანონმდებლობის მის ნორმებთან დაახლოებას ემსახურება.

განხილული საკითხები:

  • სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისა და ძალადობის მსხვერპლთა რევიქტიმიზაციისგან დაცვის მექანიზმების საკანონმდებლო რეგულირება;
  • სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები.
  1. 17 აგვისტო, 2022 → მსჯელობა გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების თაობაზე

აღწერა: საბჭომ და კომიტეტმა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის ინიციატივა, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭო სამოქალაქო სექტორს რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში სთავაზობს.

  • ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და სახელმწიფო პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის სტრატეგიულ გრძელვადიან მიდგომა;
  • გენდერული კვოტირების გაფართოების და მისი უფრო წარმატებით აღსრულების საკითხები;
  • გენდერული სტატისტიკის წარმოება/გაფართოება.
  1. 5 ოქტომბერი, 2022 → ანონსი: გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტი კანონპროექტების რამდენიმე პაკეტზე მუშაობას იწყებს 

აღწერა: ინფორმაცია ბრიფინგის შესახებ, რომელიც ერთობლივად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეების მიერ გაიმართა.

ვრცელდება ინფორმაცია 3 საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ. ესენია:

  1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ყველა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას მათ წარმდგენებს გაუჩნდებათ კანონშემოქმედებითი ინიციატივების წინასწარ შეფასების ვალდებულება გენდერულ თანასწორობაზე მოსალოდნელი გავლენის მოხდენის კუთხით;
  2. ცვლილება იქნება შეტანილი რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რის მეშვეობითაც საკანონმდებლო დონეზე დადგინდება გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ როგორც თანაბარი სამართლებრივი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, არამედ მიზნად და ამოცანად განისაზღვრება ფაქტობრივი თანასწორობის მიღწევის სტიმულირება;
  3. ცვლილებები განხორციელდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რომელთა მიხედვითაც გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით.

დაანონსდა თემატური მოკვლევა, რომელიც განხორციელდება კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი მუშაობით. 

მოკვლევის მიზანი იქნება “სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი ცვლილებების სწორად დაგეგმვა” (სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სქესობრივი დანაშაულების შემადგენლობათა დახვეწასთან მიმაფრთებით).

6. 15 ნოემბერი, 2022 → ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია უახლოეს პერიოდში დაინიცირდება

აღწერა: მითითებულია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარმოადგენს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 რეკომენდაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს. 

მითითებულია, თუ რა კომპონენტებს მოიცავს აღნიშნული კონცეფცია. კერძოდ:

  • აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
  • ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა;
  • საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
  • კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
  • ხილვადობის, კოლექტიური ხმისა და წარმომადგენლობის გაძლიერება;
  • გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება და
  • წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.

7. 25 ნოემბერი, 2022 → პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო

აღწერა: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, თემატური მოკვლევა დაიწყო.

ანონსში მითითებულია, რომ შეიქმნა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი.

8. 9 დეკემბერი, 2022 → ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

აღწერა: მოკლე სტატიაში მითითებულია, რომ ახალი კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის, თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით სარგებლობის საკითხი, კერძოდ, მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდება.

9. 9 დეკემბერი, 2022 → ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადგენილების პროექტს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ მხარი დაუჭირა

აღწერა: ძირითადი აქცენტია იმაზე, რომ კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ პროექტს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით “კონცეფცია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროებში, როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე ისე პირად, კერძო ურთიერთობებში.”

10. 22 დეკემბერი, 2022 → ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

11. 16 იანვარი, 2023 → მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის ელჩს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შენიშვნა: აქ არ არის მითითება, კონკრეტულად რა რეფორმების მიმოხილვა მოხდა, ან შეფასდა თუ არა კონკრეტულად გენდერული თანასწორობის მიმართ მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები.

სექცია N2: პარლამენტის, საბჭოს და უფლებათა კომიტეტის FACEBOOK გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია:

Პარლამენტი:

  • 17 ოქტომბერი, 2022 → გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა GIA-ს დანერგვას;

ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/parliamentgeo/posts/pfbid02zytf8Fe3dpevmA4roKwB7BbTZxnpjps9bk6pf7priaYW4zfVEviNtHqH6pxMUb8Ul

  • 25 ნოემბერი, 2022 → გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, თემატური მოკვლევა დაიწყო.

ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://www.facebook.com/parliamentgeo/posts/pfbid02fn4HuF6dCGf9zMUssWfuwc6qc9H5CDdWLEDCTixVkK73YvG59h7vge6tfktXqGv8l
  • 16 იანვარი, 2023

მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის ელჩს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო.

გენდერული თანასწორობის საბჭო:

  • 13 ივლისი

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთობლივი სამუშაო ფორმატით. შეხვედრა/დისკუსია შეეხებოდა მე-9 რეკომენდაციის შესრულებას. განხილულ იქნა რეკომენდაციის მთავარი მიმართულებები. შეხვედრის ჰქონდა დისკუსიის ფორმატი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო უწყებების წარმომადგენლები.

ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/GenderEqualityCouncil/posts/pfbid0imYHG7K5s1fLZBt5s3zTSjMt5Y4Qs6mpXxUM7hBJCpTEDZWhUrHt7kDgEr6autnBl

  • 27 ივლისი

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთობლივი სამუშაო ფორმატით. შეხვედრა/დისკუსია შეეხებოდა მე-9 რეკომენდაციის შესრულების შინაარსობრივ მხარესა და ამ მიმართულებით სამომავლო ნაბიჯების განხილვას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო უწყებების წარმომადგენლები.

ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0bn3SubytprYAeF5aVZzn6HKyunHgkbPkvjTWenpneuYxZMhDSVwgsVXS4rRHzGCZl&id=100069386461910
  • 18 აგვისტო

ინფორმაცია სამუშაო შეხვედრის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრა შეეხებოდა ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის მეორე ნაწილს, კერძოდ კი შემდეგ საკითხებს: ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და სახელმწიფო პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის სტრატეგიულ გრძელვადიანი მიდგომა, ასევე კვოტირების გაფართოებისა და მისი უფრო წარმატებით აღსრულების საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე იმ საჯარო უწყებების წარმომადგენლები.

ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02F5H1W3mhyE8no9pSYJruxcttoCfrGQiHF12pShkjR1DYKf6rLeDcjstYMwycdRgBl&id=100069386461910
  • 5 ოქტომბერი

ვიდეო ბრიფინგის შესახებ, რომელიც ერთობლივად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეების მიერ გაიმართა.

ხელმისაწვდომია ბმულზე: https://fb.watch/gvIFYH6dgl/

  • 15 დეკემბერი, 2022

გენდერული თანასწორობის საბჭოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ინსტიტუციონალიზაცის შესახებ. Პოსტში მითითებულია, რომ ყველა საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში დაემატება პუნქტი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ახსნის რა გავლენა აქვს ინიციატივას ქალებსა და კაცებზე.

“ცვლილებები საქართველოს კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში – კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო გარდა ფორმალური თანასწორობის განმტკიცებისა, უზრუნველყოფს ქალებსა და კაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის რეალიზებას, კერძოდ, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ გარდა ქალსა და კაცს შორის De jure თანასწორობისა, პოლიტიკა ორიენტირებული იქნება De Facto უთანასწორობის აღმოფხვრაზე.”

ინფორმაციის თანახმად, პროცესში ჩართულნი იყვნენ:

  • საბჭო/საბჭოს წევრები;
  • ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
  • საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციაები და განვითარების პარტნიორები;

ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://www.facebook.com/photo/?fbid=453769943612551&set=a.220593150263566
  • 22 დეკემბერი, 2022

გენდერული თანასწორობის საბჭომ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა ცვლილებები მიიღო შემდეგ საკონმდებლო პაკეტში:

  • საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
  • საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი
  • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“

პოსტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების პაკეტი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ – სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, კრიზისული ცენტრის მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა უქმდება, რაც მსხვერპლთათვის მხარდაჭერის სერვისებით მარტივად და შეუფერხებლად სარგებლობას უზრუნველყოფს.

ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://www.facebook.com/photo?fbid=459578746365004&set=a.220593150263566
  • აღნიშნული ინფორმაცია გაზიარდა საქართველოს პარლამენტის ფეისბუქ გვერდზეც: 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა 88 ხმით მხარი დაუჭირა. ვრცლად:”

  • 22 დეკემბერი, 2022

გენდერული თანასწორობის საბჭომ გამოაქვეყნა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცენფციის მიღების შესახებ.

პოსტში მითითებულია შემდეგი: “განახლებული კონცეფცია შეესაბამება ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის შემუშავება დაიწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით. იგი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას გენდერის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში.”

ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://www.facebook.com/photo/?fbid=459563056366573&set=a.220593150263566
  • 18 იანვარი, 2023 

გენდერული თანასწორობის საბჭომ გამოაქვეყნა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკთან შედგა. 

პოსტში მითითებულია, შემდეგ: “გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირის12-პუნქტიანი რეკომენდაციის ფარგლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს ვალდებულებებზე. საბჭოს თავმჯდომარემ ელჩს ყველა ის მიღწევა და ცვლილება გააცნო, რომელიც პარლამენტმა მეცხრე რეკომენდაციის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის მიმართულებით 2022 წელს განახორციელა და ასევე ის ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარე წელს იგეგმება.”

ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://www.facebook.com/GenderEqualityCouncil/posts/pfbid02UiLcYNGv6XbbjL8CeGfPjfYMkV69dV2kDseyq22vMC5J3pgm3JQyXn8Wh8wCYApml

შეგახსენებთ, რომ პროექტი  “ევროკომისიის მეცხრე რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება” ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის:  „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, CSRDG-ის ფინანსური მხარდაჭერით, “საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა” და ორგანიზაცია “ფემინას” მიერ. ანალიზი მომზადებულია გენდერის მკვლევარის მაგდა საგინაშვილის მიერ.

პოსტერი შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხსიმგებელია “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი” და ორგანიზაცია “ფემინა” და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *