ორგანიზაცია „ფემინამ“ 2022 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების საჭიროებები მოიკვლია.  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და შვედეთის საელჩოს ფინანსური ხელშყობით მომზადდა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების შესწავლა შემდეგი მიმართულებებით: ხელმისაწვდომობა ქართულ ენაზე, მიწათმოქმედების, აგრო-კულტურისა და ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის სერვისებზე (მათ შორის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე) ხელმისაწვდომობა და ფიზიკურ გადაადგილებასა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

კვლევის ფარგლებში ლაგოდეხის მასშტაბით ინტერვიუები ჩატარდა შემდეგ აზერბაიჯანულ სოფლებში: კაბალი, უზუნთალა, განჯალა და ყარაჯალა, სადაც რესპონდენტები სიღრმისეული ინტერვიუს გზით გამოიკითხნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *