12 მარტს, თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გაიმართა ანტისაომარი აქცია, სადაც მონაწილეებმა დაგმეს პუტინის რეჟიმი. პროტესტმა გააერთიანა საქართველოში მყოფი რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები. აქციის მონაწილეებმა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესია დაგმეს. ასევე, ისმოდა შეძეხილები: „დეოკუპაცია აფხაზეთს, დეოკუპაცია სამაჩაბლოს!“.

პროტესტისთვის შეკრებილ ადამიანებს შორის იყვნენ  ჯფუგი Pussy Riot-ის, FEMEN-ის (FEMEN Ukraine) და რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის აქტივისტები. მათ ერთობლივი პერფორმანსი მოაწყვეს.

12 მარტს, თბილისში გაიმართა აქცია, სადაც თქვენ პერფორმანსით წარსდექით.
რა იყო თქვენი გზავნილი?

ლადა ტიტოვა (Femen)

აქციაზე ჩვენ გავაჟღერეთ სამი გზავნილი:

  • მოვუწოდეთ ნატოს დახუროს ცა.

ის რაც უკრაინაში ხდება, არაადამიანურია. თუ ნატო არ დახურავს ცას, მაშინ მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას და უზრუნველყოს ზენიტსაწინააღმდეგო სამხედრო თავდაცითი საშუალებებით, რომ უკრაინამ შეძლოს მოიგერიოს იერიში და აგრესია. ამ გზით უკრაინა შეძლებს დაიცვას არ მხოლოდ საკუთარი ქვეყანა და ხალხი, არამედ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები რუსული აგრესიისგან.

  • მეორე გზავნილი: ჩვენ ვითხოვთ პუტინი გამოცხადდეს სამხედრო დამნაშავედ.

მან ჩაიდინა ბევრი დანაშაული: საქართველოში შემოჭრა 2008 წელს და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია; უკრაინაში ინტერვენცია 2014  წელს; სმოლენსკის კატასტროფა, როცა ჩამოაგდეს თვითმფრინავი, სადაც იმყოფებოდნენ ლევ კაჩინსკი, მისი მეუღლე და მინისტრები; მასიური მკვლელობები მთელ მსოფლიოში; ნემცოვის სიკვდილი, პიოტრ ვერზილოვის მოწამლვა და სხვა.

მართალია, ახლა მთავარი აქცენტი უკრაინაზეა, ვთვლით, რომ არც სხვა დანაშაულები უნდა დარჩეს უყურადღებოდ. პუტინი ჰააგაში ყველა  დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს;

  • მესამე მესიჯი: ლოზუნგი „რუსები ომის წინააღმდეგ“.

ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ რუსეთში არსებობენ ადამიანები, ვინც სისტემას უპირისპირდება. ისინი დიდი ხანია რაც ოპოზიციაში არიან. ეს ხალხი ომის სასტიკი წინააღმდეგია. პრობლემა რუსეთის პრობლემა მასშტაბებშია და ასევე იმაში, რომ ეს ხალხი უმცირესობაშია.

აქვე ვიტყვი, რომ სიმბოლურია ასევე აქციის თარიღი, რომელიც დაემთხვა რუსეთის ფედერაციის პენიტენციალური სისტემის თანამშრომლის დღეს.  

ანია (რუსეთის ლიბერტარიალური პარტია)

უფრო მეტად უნდა მოვუწოდოთ ევროპელ ლიდერებს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატომ იგრძნოს ზეწოლა საზოგადოების მხრიდან. რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება, უფრო მალე დასრულდება ომი. ის რაც უკრაინაში ხდება, ნამდვილი ბარბაროსობაა! ეს არადამიანურია. პუტინის რეპუტაციის მიუხედავად არავინ ელოდა მისგან ამ ყველაფერს. ეს გენოციდია.


არ უნდა გაჩუმდე. შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოიყენო ასეთ დროს.

მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ მივაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს პუტინის სისასტიკეს შესახებ, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც რამე შეუძლია და აქვს  ძალაუფლება ან გავლენა, შეძლოს გააჩეროს ომი.

თქვენ პროტესტს ჰქონდა დასამახსოვრებელი ვიზუალური მხარე. საიდან გაჩნდა იდეა და რამდენად მნიშვნელოვანია ფორმა პროტესტის დროს?

ლადა ტიტოვა (FEMEN)

იდეა აღებულია FEMEN-იდან, როცა გოგოები იშიშვლებენ მკერდს და იხატავენ ტანს სხვადასხვა ლოზუნგებით. პროტესტის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ის საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ზუსტად ესაა ჩვენი მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავავრცელოთ ინფორმაცია და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ხმა.

ანნა კუზმინიხ (Pussy Riot)

ფორმაში გარკვეულწილად გამოიხატება ასევე აზრი ქალის როლის შესახებ პატრიარქალურ საზოგადოებაში. თუმცა, კონკრეტულად ამ პროტესტის მთავარი აზრი სხვაა როგორც ლადამ აღნიშნა.

ანია (რუსეთის ლიბერტარიანული პარტია)

როცა გოგოებმა პერფორმანსში მონაწილეობა შემომთავაზეს, დავთანხმდი. ჩემთვის ამას დიდი ემოციური მნიშვნელობა ჰქონდა. პირადად ჩემთვის პერფორმანსის ვიზუალურ მხარეს სოკრალური მნიშვნელობაც აქვს. ხუთი წელი გავატარე ქორწინებაში, სადაც ყველაფერი მეკრძალებოდა. ჩემი აზრი არაფერს ნიშნავდა. პროტესტის გამოხატვის ფორმა მაძლევს საშუალებას ვთქვა – „მიყურეთ! მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მომისმინეთ!“.

იცით, ეს ფორმა ჩემთვის ერთგვარი ალეგორიაა ევასთან – რატომ შეუძლია ადამს იაროს შიშველმა და რატომ არ შეუძლია იგივე ევას?

ჩვენ საზოგადოებაში ცოცხალია მახინჯი პატრიარქალური ნარატივი „ყველაფერში დამნაშავე ქალია“. მნიშვნელოვანია გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ასე ფიქრი ძალიან არასწორია. ქალი თუ შიშველია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ამბობს „ხო“-ს. ქალი შეიძლება ამბობდეს მილიონ რამეს, მაგალითად, საუბრობდეს ფილისოფიაზე.


რაც შეეხება მეორე კითხვას. ფორმა სიმბოლურია. ზუსტად ფორმიდან დაიწყო რუსეთში ცვლილებები. მე მახსოვს Pussy Riot-ის პირველი აქცია მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში სკანდირებით „ღვთისმშობელო, ფემინისტად იქეცი“, „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი  მოვლენაა. როცა ეს აქცია გააშუქეს, მამასთან ერთად ვუყურებდი ტელევიზორს. მან წამოიძახა „ყოჩაღ გოგოებო!“. რუსეთში დიდი ამბავი ატყდა ამ აქციის გამო. ვიღაცას ისინი(აქტივისტები) ეჯავრებოდნენ, ვიღაცეები გიჟდებოდნენ მათზე, თუმცა, მგონია იმ მომენტში ქვეყანაში რაღაც შეიცვალა – დაიწყო დიალოგი.

ლადა ტიტოვა (FEMEN)

Pussy Riot-ის 2012 წლის პროტესტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ პრესაში. გაჩნდა ინტერესი აქციის მონაწილეების და რუსული აქტივიზმის მიმართ. გამაოგნებელი იყო იმის ხილვა თუ როგორ დაუჭირა გოგოებს მხარი მადონამ. მათ გულშემატკივრობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანები.  

ომი და ქალები. როგორია ქალების როლი ომში?

ანნა კუზმინიხ (Pussy Riot)

ქალი ომში ყოველთვის ჩრდილშია. გმირებად საზოგადოება მიიჩნევს კაცებს, რომლებიც იცავენ ქვეყანას მტრებისგან. ქალები რჩებიან სადღაც უკან, არ ჩანან.
ამ დროს, ქალები ომში უზრუნველყოფენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროცესებს. ისინი იმყოფებიან ისეთივე საფრთხის ქვეშ, მათ ესვრიან, კლავენ. ისინი ომის ზუსტად ისეთი მონაწილეები არიან, როგორც კაცები, მაგრამ მათ არ აღიარებენ. ისინი ჩრდილში არიან.

ასევე, საყურადღებოა რა ფოკუსით აჩვენებს მედია ქალების ომში მონაწილეობას. ნარატივი “შეხედეთ! ქალებიც კი ომობენ” ნამდვილად არაკორექტულია.

ლადა ტიტოვა (FEMEN)

მედიაში ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობა კონკრეტულ თემას.  დავიწყოთ იქიდან რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს ძალიან ბევრი ქალი. მეორე, -ქალები ომში უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ დახმარებას. ჰუმანიტარული შემადგენლის გარეშე ომი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა.

როგორი ერთიანები და შეკრულები არიან ქალები უკრაინაში. როგორ უდგანან გვერდში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქალები ომში მყოფ ქალებს, დევნილ ქალებს და ბავშვებს – ეხმარებიან ფსიქოლოგიურად და ჰუმანიტარულად.

არსებობს ბევრი მახინჯი სტერეოტიპი ქალებზე. მაგალითად ითვლება, რომ ქალები სუსტი და ნაზი არსებები არიან.

ქალები თავს სუპერ-გმირულად ავლენენ. მაგალითად, ომს უკრაინაში რუსულ მედიაში ქალი ჟურნალისტები აშუქებენ. ზუსტად ქალები წერენ სიმართლეს ომის შესახებ. მაგალითად, გუშინ ჩვენ ვუყურეთ ზელენსკის ინტერვიუს, სადაც ჟურნალისტები მხოლოდ კაცები იყვენენ. ძალიან გაგვიკვირდა, რადგან რუსული სამხედრო ჟურნალისტიკის სახეები ძირითადად ქალები არიან.

ქალები არიან ძალიან ძლიერები და ხშირ შემთხვევაში, კაცებზე მეტად ავლენენ ნებისყოფას. სტერეოტიპი ქალზე, რომ ის ნაზი ქმნილებაა, ამოსაძირკვია. ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა, ხანდახან გვინდა ვიყოთ სუსტები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ეს თითქმის შეუძლებელია. როცა გვინდა მივცეთ თავს უფლება მოვდუნდეთ, ვეჯახებით გამოწვევებს. ვხვდებით, რომ ეს შეიძლება ჩვენზე ცუდად აისახოს. ასეთ დროს, ჩვენით შეიძლება ისარგებლონ. მაგალითად, ისევე, როგორც ახლა სარგებლობენ უკრაინელი დევნილი ქალების მდგომარეობით საზღვარზე და მოტყუებით მიყავთ სექს-მონობაში. საშინელებაა როცა დაბნეულს მარტოს ან  ან ბავშვით ხელში ვერ გაგიგია რა გააკეთო. ძლივს მოახერხე ევაკუაცია, გადაურჩი ტყვიებს, შენი სახლი ბომბამ გააცამტვერა, შოკურ მდგომარეობაში კვეთ საზღვარს და ამ დროს დახმარების სახით მოტყუებით გიტაცებენ სექს-მონობაში.

ეს საშინელებაა.

ძალიან მძიმეა ქალების ყოფა ომში. რთულ მდგომარეობაში არიან დევნილი ქალები.  ბევრი სარგებლობს მათი ფსიქოლოგიური მდგომაროებით.

ლადა (FEMEN)

 ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამის რაც შეიძლება მეტ მედიამ და სიანფორმაციო არხმა უნდა მოაქციოს ყურადღება რათა საზოგადოებას და ქალებს მიეწოდოს ინფორმაცია. დევნილები ფსიქოლოგიურ შოკში არიან და გამტაცებლები ამით სარგებლობენ.

მეორე, რუსი ჯარისკაცები ომში მოროდიორებენ და აუპატიურებენ ქალებს. ისინი ძალადობენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად.

ანნა კუზმინიხ (Pussy Riot)

ქალები ომის დროს წარმოუდგენლად მოწყვლად მდგომარეობაში არიან. იმაზე მეტად ვიდრე ჩვეულებრივ დროს. სექსუალურ და სექსუალიზირებულ ძალადობას ჯარისკაცები აღიქვევენ როგორც ძალაუფლების გამოვლენას. ეს პატრიარქალური კულტურის შედეგია. შედეგი იმისა თუ როგორ გავლენას ახდენს პატრიარქატი კაცებზე. ის მათთვის ზიანის მომტანია. კონკრეტულ კონტექსტში ომის აღქმაშია პრობლემა. ომში არ არსებობს გამარჯვებული. ომის დროს აქტუალურია ძალის და ძალაუფლების კულტი. ძალა გამარჯვების მიღწევის საშუალებაა. ეს პირდაპირ კავშირშია იმ აზრთან, რომ სექსი ძალაუფლების დამყარების მეთოდია. ჯარისკაცი მიიჩნევს, რომ ძალაუფლების გამოხატვა ძალის გამოყენებით სავსებით დაშვებულია. ეს მას ნორმალური ჰგონია.

რადგანაც სექსი ძალაუფლების დამყარების ინსტრუმენტია, მაშინ ის ნორმალურია. აუცილებელიც კია. ამ ლოგიკის თანახმად, მან უნდა გამოავლინოს ძალაუფლება და ძალა. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ამისთვის არ დაისჯებიან.

ძალის კულტს მოსდევს ძალის და მილიტარიზმის კულტი. შემდეგ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება პატრიარქალურ პოზიციას იმის შესახებ, რომ სექსი ძალაუფლების მეთოდია.

პატრიარქატის პირობებეში ქალები მოწყვლად მდგომარეობაში არიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქალური კულტურა ყველას აზიანებს.


ანია (რუსეთის ლიბერტარიანული პარტია)

ადრე  ამ თემაზე ვესაუბრე კაცებს, ვისაც აქვს სამხედრო ოპერაციის გამოცდილება. როგორც მათ მე მიამბეს, როცა ჯარისკაცები ხვდებიან ომში და არიან შეიარაღებულები, ისინი გრძნობენ ძალაუფლებას. მათ უჩნდებათ განცდა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება. მორალური პრინციპები და ორიენტირები, რითაც მაქამდე არასაომარ ვითარებაში ხელმძღვანელობდენ ინგრევა. ისინი იწყებენ მოროდიორობას და ძალადობას. ამ დროს მათ უჩნდებათ დაუსჯელობის შეგრძნება. ზოგიერთები იპარავენ ნივთებს და აგროვებენ ტროფეის.

ლადა, რას ნიშნავდა თქვენი პერფორმანსი ქაშუეთის ეკლესიასთან?


ლადა ტიტოვა (FEMEN)

პერფორმანსი „ღვთისმშობელო, დაიფარე მარიუპოლი“ მიმართული იყო მარიუპოლის მხარდასაჭერად. ქალაქი ალყაშია მოქცეული. იქამდე არ უშვებენ ჰუმანიტარულ კონვოის. ხალხს უჭირს ევაკუაცია. მშვიდობიან მოსახლეობას უშენენ ტყვიებს. ადამიანებს 16 საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ მარიუპლიდან ბერდიანსკამდე ჩასულიყვნენ. არადა, იქამდე გზას ერთ საათზე მეტი არ სჭირდება. ევაკუაციისას დაშავდნენ ბავშვები. მარიუპოლის დრამატული თეატრი, ხელოვნების სკოლა, სამშობიარო – როცა ამ შენობებზე განხორციელდა იერიში, იქ იმყოფებოდნენ ბავშვები. საშინელებაა იმის გააზრება რომ შენი ბავშვი შეიძლება დაიბადოს ომში როცა ისვრიან, შეიძლება დაიღუპოს ტყვიისგან. რაშისტული ჯარისთვის არ აქვს მნიშვნელობა მარკირებას „ბავშვები“.
პერფორმანსის დროს მე მოვუწოდე ღვთისმშობელ მარიამს შეაჩეროს ომი და აღადგინოს მარიუპოლი. ქალაქი მარიუპოლი ხომ ღვთისმშობელის სახელობისაა.
მე მოვუწოდე დედებს მთელ მსოფლიოში გამოვიდნენ ქუჩებში და მოსთხოვონ თავიანთ ხელისუფლებას გაამკაცრონ ზომები პუტინის რუსეთთან მიმართებაში.
აქციით მინდოდა გამომეწვია ემოცია და ამგვარად, მიმეპყრო საზოგადოების ყურადრება მარიუპოლის ბავშვებზე. პერფორმანსიდან რამოდენიმე დღეში გაიმართა დედების მარში – დედების სოლიდარობის აქცია ჩორნიში. დაიწყო მარიუპოლის მხარდამჭერი აქტიური მოძრაობა.

ის კატასტროფა, რაც მარიუპოლში ხდება, საერთაშორისო მასშტაბების კატასტროფაა.

ანნა კუზმინიხ (Pussy Riot)

თუ იწვევ ემოციას შენი პერფორმანსით, იწვევ რეაქციას და პრობელმას ექცევა მეტი ყურადღება.

ლადა (FEMEN)

პროტესტი მნიშვნელოვანია. პერფორმანსი – ხელოვნებაა, ხელოვნება კი ვერ იქნება აპოლიტიკური. ხელოვნების მეშვეობით ისმის ჭეშმარიტება. ასევე, ფემინიზმიც ვერ იქნება აპოლიტიკური. ადამიანი არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური. ეს უბრალოდ შეუძლებელია. თუ გაგაქანებენ საკონცენტრაციო ბანაკში, ვერ იქნები გულგრილი და ვერ იტყვი „მე არ მაინტერესებს პოლიტიკა! არ მაინტერესებს სად მივყავარ!“.

ჩემი მხრიდან მინდა ვთქვა შემდეგი. იმ რუსებს, ვინც აპროტესტებს ომს, შეუძლიათ საკუთარ თავს უწოდონ უკრაინელები. ყველა, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელია. ყველა ის ადამიანი, ვინც პუტინის რეჟიმს უპირისპირდება, უკრაინელია. ეს კონკრეტულად ჩემი განცხადებაა. ვიცი, რომ ბევრი ჩემი ნაცნობი უკრაინაში ამბობს, რომ არ შეიძლება რუსებში ეძებო კარგი ადამიანები. მე ვურთიერთობ ნავალნის ჯგუფის წევრებთან, Pussy Riot-თან და სხვა ძალიან ბევრ აქტივისტთან, და ვიცი რისი გამოვლა მოუწიათ მათ. ისინი მსოფლიოს და თავისუფლების მოქალაქეები არიან.

2019 წლიდან რუსეთში რეპრესიული მანქანის სამიზნედ იქცნენ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. მათ შორის არიან სამართალდამცველები, პოლიტიკოსები და ყველა ის პირი, ვინც კრემლის ოფიციალურ პოლიტიკას დაუპირისპირდა.

მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა დაშინება, მასიური დაკავება, დაპატიმრება, სისხლის სამართლის დევნის პერსპექტივა. ნათელი გახდა, რომ სისტემას ჯერ მათი დევნა, შემდგომ კი ქვეყნიდან განდევნა დაევალა. რუსული პროპაგანდისთვის ისინი საფრთხეს წარმოადგენენ. ოპოზიციური პარტიების წევრები, აქტივისტები, სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა. თებერვლის ბოლოს მათი რიცხვი გაიზარდა, არასასურველი აღმოჩნდა დამოუკიდებელი მედია. რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრას მოყვა რუსეთში სამხედრო ცენზურის დამყარება ე.წ. „ფეიკების შესახებ კანონის“ შემოღებით , რომელიც სისხლის სამართლსი დევნას და კოლონიაში დაპატიმრებას ნიშნავს.

ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის აღმოჩნდნენ Pussy Riot-ის და FEMMEN-ის აქტივისტები. Pussy Riot-ის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრებმა მოაწყვეს აქცია მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, სადაც მათ შეასრულეს პანკ-ლოცვა – მოუწოდეს ღვთისმშობლეს გამხდარიყო ფემინისტი და განედევნა პუტინი. პერფორმანსმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სკანდალურად იქცა. სასამართლომ Pussy Riot-ის ჯგუფის წევრებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ვადის, შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდა მიუსაჯარა (პროკურატურა 7 წელს ითხოვდა).

ამ ამბავს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. Pussy Riot რუსეთში უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოდ აქცა. ჯგუფის მხარდასაჭერად მსოფლიო მასშტაბით გაიმართა საპროტესტო აქციები. მსოფლიში ცნობილმა მუსიკოსებმა და პოლიტიკოსები საჯაროდ დაგმეს Pussy Riot-ის დაპატიმრება და მათი განთავისუფლება მოითხოვეს. მხარდამჭერებს შორის იყვნენ მადონა, პოლ მაკარტნი, Red Hot Chili Peppers-ის სოლისტი ენტონი კიდისი, ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი.

პატიმრობაში მყოფი მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა არც ქალთა კოლონიაში გაჩერდნენ. ისინი ციხიდან იცავდნენ პატიმართა უფლებებს და ამისთვის მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ. მარიას და ნადეჟდას აქტიურად ეხმარებოდა აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი. 2013 წელს გამოქვეყნდა ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას ღია წერილი ქალთა უფლებების მასიური დარღვევის შესახებ მორდოვიის კოლონიაში, სადაც ის ვადას იხდიდა. წერილმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. იმატა ინტერესმა პენიტენციური დაწესებულებების მიმართ.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ალიოხინამ და ტოლოკონნიკოვამ პიოტრ ვერზილოვთან ერთად დაარსეს დამოუკიდებელი ონლაინ-გამოცემა “მედიაზონა” და და უფლებადამცველი ორგანიზაცია “Зона права”.  „მედიაზონაში“ იწერება სტატიები პოლიციაში, ციხეებში და კოლონიებში არსებული ვითარების შესახებ, შუქდება საქმეები. მედიას ბევრი მკითხველი გაუჩნდა, ფართო საზოგადოებისთვის ნათელი გახდა პასუხი კითხვაზე თუ რა ხდება ქალთა კოლონიებში. ორგანიზაცია “Зона права”  იცავს მსჯავრდებულების უფლებებს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, იწვევს ადვოკატებს და აცნობს საზოგადოებას საქმეებს.

2021 წლის 29 სექტემბერს, რუსეთის ხელისუფლების გადაწვეტილებით “Зона права”, „მედიაზონა“, მთავარი რედაქტორი სერგეი სმირნოვის და გამომცემელი პიოტრ ვერზილოვის სახელები დაემატა „უცხოეთის აგენტების“ სიას. 2021 წლის 30 დეკემბერს მრავალრიცხოვან რეესტრში ჩაიწერა ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას და ესქვსი ჟურნალისტის სახელი.

ესაუბრა ნუცა სპარსიაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *